პროექტის სახელი:"დალოცვილი შემოდგომა"
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეებს მიეცემათ დავალება მოიძიონ მასალა შემოდგომაზე,სახელმძღვანელოებიდან და ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით.ასევე შეუძლიათ თავად შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება-ფერადი პლაკატები,დახატონ ნახატები.
პროექტის სრული აღწერა:მასწავლებელი შედის კლასში და მოსწავლეებს ესაუბრება წელიწადის დროებზე.ბავშვებმა გადაწყვიტეს ესაუბრათ შემოდგომაზე.მასწავლებელი სვამს კითხვას:თუ წელიწადის რა დროა ახლა და რით გამოირჩევა ის სხვა დროებისგან,რა ასოციაციას იწვევს მათში სიტყვა " შემოდგომა"და რა სარგებლობა მოაქვს წელიწადის ამ დროს ადამიანებისთვის,ქალაქად და სოფლად.როგორ მუშაობას ეწევა გლეხი საშემოდგომოდ და რა სამზადისი მიმდინარეობს წელიწადის ამ დროს გაზაფხულისათვის.მასწავლებელი იყენებს აზრობრივ რუკას(ხაზავს დაფაზე აბლაბუდას ქსელს.):შემოდგომა-უხვი,ბარაქიანი,გრილი,ხილის კრეფა,მოსავლის აღება,რთველი-ყურძნის დაწურვა,თათარის მოდუღება,ჩურჩხელების ამოვლება.
მონაწილეთა ასაკი:პროექტი ხორციელდება მე-4 კლასის მოსწავლეებთან(9-10წელი)
ვადები/ხანგრძლივობა:2 კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
1.ჯგუფებად დაყოფა(მასწავლებელი ყოფს კლასს 5 ჯგუფად.ჯგუფები ინაწილებენ შესასრულებელ დავალებას.)
2.ლიდერების შერჩევა(თითოეული ჯგუფი ირჩევს ლიდერს)
3.კომპიუტერთან მუშაობა(ჯგუფებს ევალებათ უკვე მოძიებული მასალა შერჩეულ საკითხთან დაკავშირებით გააცნონ ერთმანეთს.)
4.ხატვა-"შემოდგომის პეიზაჟი"(თითოეულ ჯგუფს ურიგდებათ ფურცლები და ფერადი ფანქრები რათა დახატონ შემოდგომის სურათი)
5.ვიდეო-მასალის ჩვენება(მასწავლებელი კომპიუტერის და პროექტორის საშუალებით მოსწავლეებს უჩვენებს ვიდეო მასალას შემოდგომით მიმდინარე პროცესებზე.)
6.ინვენტარიზაცია.
მოსალოდნელი შედეგები:
ამ პროექტის შედეგად ბავშვები გაიგებენ და უკეთ შეისწავლიან შემოდგომით მიმდინარე პროცესებს,ისწავლიან დამოუკიდებელ მუშაობას კომპიუტერთან,მიეჩვევიან თავისუფლად მსჯელობას და საკუთარი აზრის გამოთქმას.
სარგებელი სხვისთვის:
მოხდება ჯგუფებს შორის აზრის გაზიარება.მოსწაავლეებს შეუძლიათ თავიანთი ნაშრომი მასწავლებლის დახმარებით განათავსონ ბლოგ-საიტზე,რითაც სხვა მოსწავლეებსაც ექნებათ საშუალება უფრო მეტი გაიგონ ამ ბარაქიან დროზე.
სამუშაო ენა: ინგლისური ენა,ქართული ენა(სურვილისამებრ)
საგნებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან,რეკომენდაციები ბუნების პედაგოგთან,საშუალებას იძლევა პედაგოგმა კონკრეტულ საგანთან დააკავშიროს არჩეული ღონისძიებები ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგის მისაღწევად.
პროექტის ფასილიტატორი: დარეჯან მდივნიშვილი.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: dajilina72@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი: dalocvilishemodgoma.blogspot.com
Saturday, October 3, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment